კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” : პარადოქსში არიან შესულები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს, ნონსენსი იქნება.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. რამდენიმე დღის წინ მათ ხელი მოაწერეს ანულირებულ შეთანხმებას, სრული აბსურდი გააკეთეს, ახლა იმ ანულირებულ შეთანხმებასაც კი არ ასრულებენ. ასეთ ნონსენსსა და პარადოქსში არიან შესულები. ეს არის სრული აბსურდი. ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაში“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სამწუხაროდ, ხელს უწყობს კიდევ უფრო პოლარიზებას ამ ქვეყანაში”
შემდეგი სტატიაკალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ჩამოვიდეს, ველოდებით