კობახიძე: „ნაციონალებს” უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა

„ნაციონალებს“ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან დაინახეს, რომ აქვთ ორი ალტერნატივა, მათთვის ერთი არის ცუდი და მეორე უარესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის მარტივი პოლიტიკური ტრიუკი, რაც გასაგებია. „ნაციონალებს“ უკვე გადაწყვეტილი აქვთ პარლამენტში შემოსვლა, რადგან მათ დაინახეს, რომ ორი ალტერნატივა აქვთ – მათთვის ერთი არის ცუდი და მეორე უარესი. მათთვის ცუდია შემოსვლა, რადგან მთელი ამ ხმის განმავლობაში იქადნებოდნენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ. მათთვის უარესია არშემოსვლა, რადგან ყველაფერს კარგავენ. ცუდსა და უარესს შორის, მათთვის ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ. დანარჩენი პიარული, სუსტი გაფორმებაა იმ გადაწყვეტილების, რაც უკვე მიღებული აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი წლის მანძილზე მალიში ორჯერ მოხდა გადატრიალება
შემდეგი სტატიარადიო “ჯორჯიან თაიმსის” გენერალურ დირექტორს თავს დაესხნენ