25.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

კობახიძე: მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები

მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება.

„ძალიან კარგად იციან, რომ ძალოვანი სტრუქტურები თუ დაკნინდება, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო. ამ კუთხით მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაკნინებას. ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ

banner
წინა სტატიაში19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაკაცს, რომელმაც გორში ცოლი დანით მოკლა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება