კობახიძე – მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული

გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ყველამ იცის, რომ საქართველო უსწრებს, როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

„ობიექტური მოცემულობაა, რომ ყველა პარამეტრით, როგორც დემოკრატიის, სამართლის უზენაესობით, კორუფციასთან ბრძოლით და ეკონომიკური პარამეტრებით ვუსწრებთ, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას. ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო ექსპერტული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას ჰქონდა თავისი სარჩული“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა – მოსკოვის პასუხი ლიეტუვას მიმართ არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული სახეც მიეცემა
შემდეგი სტატიაოპოზიციის ოცნებაა, რომელსაც ახდენა არ უწერია – კობახიძე ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომაზე