10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

კობახიძე: მორალური თვალსაზრისით, [ოპოზიციას] არ ჰქონდა მყარი უფლება, ყოფილიყო სამებაში

თუ ვინმეს სურდა სამების ტაძარში შემოსვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველას ჰქონდა ამის საშუალება. რაც შეეხება საგანგებოდ კონკრეტული პირების მოწვევას, საუბარია, არსებითად ოპოზიციის წარმომადგენლებზე, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი. ფორმალური თვალსაზრისითაც, მაინცდამაინც მყარი კრიტერიუმები არ არსებობდა ამ ადამიანების მოსაწვევად, შესაბამისად, მე ვცდილობ, ობიექტური კრიტერიუმებით შევაფასო მათი მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი და მეორე, მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას. კიდევ გავიხსენებ იმ კამპანიას და კამპანიებს, რომელიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში, ამაში იყო ჩართული პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მთელი რადიკალური ოპოზიცია,-თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სათავრობო, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში სამების ტაძარში, პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ყოფილი პრეზიდენტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არმიწვევაზე დასმული კითხვის პასუხად.

banner
წინა სტატიაშითამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს