კობახიძე – მომავალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები, რის შემდეგაც მთავრობის წევრობის კანდიდატები დასახელდება.

მისი თქმით, მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი გახარია იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს მთავრობის შემადგენლობას.

„მომავალი პრემიერ-მინისტრი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია იქნება. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია და უახლოეს დღეებში გაიმართება კონსულტაციების უმრავლესობის ფორმატში მთავრობასა და უმრავლესობას შორის, რის შემდეგაც დასახელდებიან მთავრობის წევრობის კანიდიდატები და ალბათ, მომავალ და იმის შემდგომ კვირაშიც შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა“, -აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიგორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს