კობახიძე: მოლაპარაკებები მხოლოდ მათთან უნდა განვაგრძოთ, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის

“მე მგონია, რომ ჩვენ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და გაანულეს სადეპუტატო მანდატები და თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან ლაპარაკს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილები არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც პოლიტიკაში. შესაბამისად, მათთან რა აზრი აქვს საუბარს? ვისაც არ სურს გააიგივოს საკუთარი თავი სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან, ბუნებრივია, ლაპარაკს აქვს აზრი ”-
აცხადებს “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიგუგავა – ოპოზიცია ხვალ პიონერთა სასახლის უკანა ეზოში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას გამართავს
შემდეგი სტატიაკობახიძე უგულავასა და ბოკერიაზე – მათ თვითონ ჩამოაშორეს საკუთარი თავი პოლიტიკას