კობახიძე მიწების გასხვისების საკითხის სესიაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს

16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება – თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბიუროზე “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ინიციატივით გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გაუქმებული მორატორიუმი პლენალურ სხდომაზე განხილვის თემა გახდეს. მარშანიამ დეპუტატებს ასევე მიმართა, მივიდნენ იუსტიციის სახლთან და ნახონ, “როგორი სავალალო და საგანგაშო ვითარებაა“.

როგორც კობახიძემ მარშანიას საპასუხოდ განაცხადა, ის სესიაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან კვირიდან, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ინფორმაცია, თითქოს საბავშვო ბაღების კვების ტენდერი არ შედგა, სიცრუეა
შემდეგი სტატია“ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში იქნება” – ზურაბიშვილი ავღანეთში აღარ მიდის