კობახიძე მის მიმართ განხორციელებულ შეძახილებზე – სცადეს, ზეიმი ღმუილით გადაეფარათ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე კოლექტიურ ნაცმოძრაობას უწოდებს ყველას, ვინც 2 ივლისს ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე მის სიტყვით გამოსვლას უარყოფითი შეძახილებით შეხვდა.

პრემიერი ამ საკითხს დღეს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამსწრე საზოგადოებამ სცადა, ზეიმი ღმუილით გადაეფარათ.

„უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. მოსაწყენი ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის დაუძინებელი მტრები არიან, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე დიდი ხანია კარგად გაიაზრა.

სწორედ ამიტომ, მათ კიდევ ერთხელ სცადეს, ჩვეული ღმუილით გადაეფარათ ის ზეიმი და ბედნიერება, რომელიც ქართველ ხალხს ნაკრების წარმატების შემდეგ დღემდე მოჰყვება”, – წერს ირაკლი კობახიძე.

2 ივლისს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებაზე პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის სცენაზე ასვლას შეძახილები მოჰყვა.

კობახიძემ სცენაზე ასვლისთანავე მიკროფონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გადასცა, რომელსაც ტაშით შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში,32 წლის წინ, 6 ივლისს მასშტაბური ბრძოლა გაიმართა ეროვნული გვარდიის გამსახურდიას მომხრე ნაწილებსა და მხედრიონს შორის
შემდეგი სტატიაISW – პუტინი ომის „საბოლოო“ დასასრულს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებაში ხედავს