კობახიძე მელიაზე: ამბობს, რომ თანახმაა გირაოზე, ოღონდ არ იყოს ამნისტია, ეს არ არის კაცური

“როდესაც მელია ამბობს იმას, რომ ის მზადაა უკვე გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, მათ შორის ეს არის უკან დახევა, მაგრამ მას მინდა ვუთხრა, ეს არ არის კაცური საქციელი. როდესაც ის ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვენ გაბრიყვებული, რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში, ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი რაც არის მათ შორის ხელწერილში”-აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ნიკა მელიაზე.
ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამნისტიის კანონი უნდა შეეხოს როგორც იმ პირებს, ვის მიმართაც კონკრეტული მუხლებით გამოძიება უკვე დაწყებულია, ასევე იმათ, ვის მიმართაც საქმის წარმოება შეიძლება მომავალში დაიწყოს.

“უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ – არის გარკვეული მუხლები, რასაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია, ეს არის კონვენციის მე-2 – მე-3 მუხლებით დაცული უფლებები: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა

უნდა მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია. თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა”,- თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდმანისში, თიბისის მხარდაჭერითა და ქართულ-ფრანგული ინვესტიციით, მაღალტექნოლოგიური ფერმა ამოქმედდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: „ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ, იარების მოშუშებისკენ“