კობახიძე: მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს

“ჩვენ არსებული სახით მივიღებთ კანონპროექტს პირველი მოსმენით, ამის შემდეგ ორი კვირა იქნება იმისთვის, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს. შეიძლება, გარკვეული კორექტირება შევიდეს კანონპროექტში, თუმცა ეს ყველაფერი კონსულტაციებზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ნიკა მელია ამბობს, რომ მას არ სურს, ამნისტიის მასზე გავრცელება. პრაქტიკულად, ოპოზიცია მიდის მელიას სურვილის წინააღმდეგ. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, ამნისტია მასზე არ ვრცელდება. თუ მელიას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს, კანონი მიიღოს და მასზე გავრცელდეს. მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს. რესურსი არის, რომ ერთიანი კანონპროექტი იყოს, ამას მეორე მოსმენა გვაჩვენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ავტორი – თეონა მანაგაძე

banner
წინა სტატიაშისულაძე: ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რათა უხერულობა არ შევუქმნა სხვა რელიგიის ხალხს
შემდეგი სტატიაგოლეთიანი: ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს კარგად გათვლა სჭირდება