კობახიძე – მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა

მეგის ქარდავა არაფერს აკეთებდა თავისით, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშავეებმა, შემკვეთებმა, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მთავარი შემკვეთები იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები.

„უკრაინის ხელისუფლება არ არის არავითარი ფორმით ჩართული ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამ შემთხვევაში, შედგა გარკვეული შეხვედრები, იყო კომუნიკაცია, თანამშრომლობა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ამის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების მიხედვით განხორციელდა იმ პირის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც არის ბრალდებული და მსჯავრდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში.

თუმცა, მე მგონია, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშავეებმა და ესენი არიან შემკვეთები. მეგის ქარდავა არაფერს არ აკეთებდა თავისით, მთავარი შემკვეთები იყვნენ, ბუნებრივია, სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მთავარია მათი პასუხისმგებლობა. იმედია, რომ თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც გავუყენეთ მეგის ქარდავა რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია სისხლიან ბანერებზე – ეს ყველაფერი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა
შემდეგი სტატიაკობახიძე სიძულვილის ბანერებზე – ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი