კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს კვირის ბოლოს შეხვდება

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გაიმართება- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა:
„მე მქონდა შეხვედრა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორი კვირის წინ და მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედიაორგანიზაციების და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მონაწილეობით. ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლო გადაწყვეტილებას, დაძლევს თუ არა ვეტოს“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე პატრულ-ინსპექტორი დააკავა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ოპოზიცია უკრაინაში ხელიდან არ გაუშვებს ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანების და კონსოლიდირების შანსს