კობახიძე მარნეულზე – რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების შტაბთან?

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2020 15:58

კობახიძე მარნეულზე – რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ქართული ოცნების შტაბთან?

“გაიხსენეთ, სად მოხდა ორივე შემთხვევაში ინციდენტი. ერთი იყო ბოლნისში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან. რატომ არავინ არ მიდის მათ საარჩევნო შტაბებთან? გაქვთ ამასთან დაკავშირებით კითხვები? მეორე იყო ქართული ოცნების შტაბთან მარნეულში. რა ესაქმებოდათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, ან ერთ, ან მეორე შტაბთან? ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია, მივარდნენ საარჩევნო შტაბთან.

მეორე შემთხვევაში, მარნეულში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან მივიდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პროფესიონალი პროვოკატორები არიან – ყველამ იცის სახელები და გვარები, რამდენიმე ინციდენტი მოაწყვეს მთელი ამ წლების განმავლობაში. როგორ ხდება, რომ მაინც და მაინც მათ უკავშირდებათ ეს ინციდენტები? მივიდნენ და დედა შეაგინეს ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომლებიც იდგნენ საარჩევნო შტაბის წინ.

სადღაც ვახერხებთ ამას, რომ დედის გინების მიუხედავად, არ ახდენენ რეაგირებას, სადღაც ვერ ხერხდება. ” -ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს. 29 სექტემბერს მარნეულში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს და პირველი არხის ოპერატორს.

region
ავტ.: region სექტემბერი 30, 2020 15:58