კობახიძე მამუკა ხაზარაძეზე – შუბლის ძარღვი არ აქვს ამ კაცს, წააგო არბიტრაჟი, საკუთარი სიმართლე ვერსად დაამტკიცა

არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია.

„იცით, რომ სახელმწიფომ ყველა პირობა შეუქმნა ხაზარაძის კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორები. მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე მოხდა გადავადება, თუმცა, ხაზარაძემ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო ინვესტორების მოზიდვა, ჩააგდო ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და შემდეგ, გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. ხაზარაძე დამარცხდა იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი, შევცვალეთ იმისთვის, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სათანადოდ დაადგინა არბიტრაჟმა“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანაკლიასთან დაკავშირებული გახარიას პარტიის კომენტარები არის “ქართული ოცნების” დანაშაულის გამართლება გოცირიძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – ერთადერთი ზომა, რაც იმ ორგანიზაციებისთვისაა გათვალისწინებული, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონს“ დაარღვევენ, არის 25 000-ლარიანი ჯარიმა