13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

კობახიძე: მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება”, – წერს კობახიძე

banner
წინა სტატიაშიმაია სანდუ – პიტერ მადიარსა და „ტისას“ მკაფიო გამარჯვებას ვულოცავ
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა – უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვება დემოკრატიის გამარჯვებას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში