კობახიძე: “ლუქსუს” ვერტმფრენები სააკაშვილმა თავისი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა

“მთელი საქართველო გახდა ამის ექსპერტი… სააკაშვილმა ისინი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და “სუპერ პუმების” საკითხს ეხმაურება.

მთელი საქართველო გახდა ამის ექსპერტი. სინამდვილეში, ამ სფეროში ექსპერტული ცოდნა აქვს პირველ რიგში შესაბამის უწყებებს. და ამ უწყებამ გააკეთა უკვე განცხადება და საზოგადოებას განუმარტა ყველაფერი. არ ვიცი, არაექსპერტებს შეუძლიათ საკუთარი ექსპერტული აზრების გავრცელება გააგრძელონ, მაგრამ ეს ვერ იქნება, ბუნებრივია, დამაჯერებელი. უწყებამ გაავრცელა კონკრეტული განცხადება და საზოგადოებას შეუძლია გადაამოწმოს ეს ყველაფერი მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი.

მე როგორც ვიცი სამაშველო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა იმ ვერტმფრენებს, იყო ე.წ. “ლუქსუს” ვერტმფრენები, რომელიც სააკაშვილმა თავისი პირადი საჭიროებისთვის ჩამოიყვანა და არავითარ შემთხვევაში არ იყო განკუთვნილი სამაშველო ოპერაციებისთვის და ვერც იქნებოდა განკუთვნილი თავისი პარამეტრებიდან გამომდინარე, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა