კობახიძე: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას სუვერენიტეტი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისადმი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას შეეხებოდა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე, ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეარყევს ტრადიციულ მეგობრობას ქართველ და ლიეტუველ ხალხს შორის,“- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური
შემდეგი სტატიაკობახიძე: ღია წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია