კობახიძე – კორუფციის თემის განხილვისას გიორგი გახარიამ თავადვე უარყო სისტემური პრობლემის არსებობა

კორუფციის თემის განხილვისას გახარიას საუბარი ჰქონდა ორი დღის წინ, თითქოს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და სისტემური პრობლემა, მან თავადვე უარყო ასეთი რამ, სისტემური პრობლემის არსებობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოწვევები ყველა მიმართულებით არის, მაგრამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, რაც მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის სფეროში არსებობს.

„რაც შეეხება კორუფციის თემის განხილვას, რაზეც გახარიას საუბარი ჰქონდა ორი დღის წინ, თითქოს ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, მან თავადვე უარყო ასეთი რამ, სისტემური პრობლემის არსებობა. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მიღწევების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, რაც გვაქვს მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გუშინ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კონკრეტულ კორუფციულ შემთხვევებზე არ ისაუბრებს. „დღეს კონკრეტულ კორუფციულ ქეისებზე მალაპარაკოთ, არ ვილაპარაკებ, რადგან ჩემთვის ეს არის სისტემური პრობლემა“.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენ ვარჩიეთ მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა, ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო საშუალოდ 4 წუთამდე შემცირდება