კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას

ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული პარტიების მხრიდან ეკლესიის დიკსრედიტაცია ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, რისთვისაც არჩევნებზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ.

„მე მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრიმინებელი რაღაცა გადაცემა, ეს არის მუდმივი კამპანია. ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრეტიდაციას. ანტისახელმწიფოებრივი საქმეა, როდესაც კონკრეტული პარტიები და ტელევიზიები ეწევიან ეკლესიის დისკრეტიდაციას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ამისთვის ისინი ამ არჩევენზე საზოგადოებისგან სათანადო პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მალე იქნება დასკვნა, დავწევთ თუ არა „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ასაკს 12 წლამდე”
შემდეგი სტატიაიოსელიანი სააკაშვილზე: საერთოდ, მას აქვს თუ არა უფლება, ჯარს მიმართოს