კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს აშშ-ის წინა ელჩს საქართველოში

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები რეპუტაციულად არა საქართველოს და მის მთავრობას, არამედ თვითონ შტატებს აზიანებს. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს აშშ-ის წინა ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და თქვა, რომ მან “მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ ამერიკული ურთიერთობების კუთხით”.

კობახიძის მტკიცებითვე, სავიზო შეზღუდვების პრაქტიკული დატვირთვა ნულოვანია და დეპუტატებს შესაბამისი შეტყობინებები არ მისვლიათ.

“მაქვს იმედი, რომ არსებული არასწორი რელსებიდან ეს ურთიერთობები გადავა სწორ რელსებზე. თავის დროზე ყოფილმა ელჩმა იმედი რამე გააფუჭა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში, რომ ამაზე მეტის გაფუჭება უბრალოდ პრაქტიკულად თუ თეორიულად იყო შეუძლებელი, მაქსიმუმი გააფუჭა წინა ელჩმა ქართულ ამერიკული ურთიერთობების კუთხით.

არავითარი პრაქტიკული დატვირთვა ამას არ აქვს, თქვენ გახსოვთ, თავის დროზე მოსამართლეების მიმართაც დაწესდა ასეთი სავიზო შეზღუდვები, თუმცა ამას არავითარი ფორმით არ უმოქმედია სასამართლოს საქმიანობაზე, არ შეუზღუდია სასამართლო დამოუკიდებლობა. ამერიკის რეპუტაციაზე იმოქმედა, როდესაც სავიზო შეზღუდვებს აწესებ ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის რეპუტაციაზე მოქმედებ, ამ შემთხვევაში ამერიკულმა მხარემ დააწესა მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვები ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულებების გარეშე”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისტუდენტ ლერი დარჯანიაზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაკობახიძე ხარება-შინჯიკაშვილზე: თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, მარტივად მოგვარდება