კობახიძე – ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც მიშელის დოკუმენტში წერია

ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე.

„ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ პროცესზე და ზედმიწევნით შევასრულეთ ყველაფერი, რაც ამას უკავშირდებოდა. ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ნათელი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა