კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რათა ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

„მთლიანობაში ლარზე ზეწოლა ძალიან დიდია, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო ასახული საპასუხო მექანიზმებისთვის შესაბამისი რესურსები. აქედან გამომდინარე, წინასწარ თადარიგი არის დაჭერილი. დანარჩენი ეროვნული ბანკის საქმეა. პროცესში მთავრობაც იქნება ჩართული. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც პანდემიამ შექმნა, ზეწოლა დიდია, თუმცა საპასუხო ზომებიც წინასწარ მიღებულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირა არის ცნობილი Covid 19-ის ახალი შტამის შესახებ: ბუწაშვილის განმარტება
შემდეგი სტატიაოპონირებას გავუწევთ როგორც საარჩევნო რეფორმაზე, ისე ეკონომიკურ პოლიტიკაზე