30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

კობახიძე: ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული.

„ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე აღარ მახსოვს, მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. საინტერესო დეტალია, პირდაპირ დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევრობიუროკრატიისგან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული. არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” “ნაციონალური მოძრაობისგან” ფულის აღებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“ახლა მის სვიტერზე მეტი ადგილია ჰიტლერის რკინის ჯვრისთვის”- მედვედევი ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევაზე