20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

კობახიძე ხარძიანის საქმეზე – ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები

ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის” რეჟიმი, ხარძიანის საქმე არის ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის დამნაშავედ ცნობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში ჩართულები იყვნენ მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები.
„დაწყებული იქიდან, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება -და ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით „ნაცმოძრაობის” რეჟიმი,”- აღნიშნა პრემიერმა.
banner
წინა სტატიაშიკობახიძე: შოვის ტრაგედიის დროს სამძებრო სამუშაოების პარალელურად გვესმოდა სპეკულაციები, რაც მიუღებელია
შემდეგი სტატიაკობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა