კობახიძე – კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას

“აი, კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას, იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და რეალურად, მას აქვს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და არის ქალბატონი. კაცი რომ იყოს სააკაშვილი, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა, მის კაცობაზე ყველას აქვს სათანადო წარმოდგენა, ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ გვაქვს, რომ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, არ აქვს მას უბრალოდ ღირსება და პასუხისმგებლობა ამ თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ როცა საუბარია სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, აქ ძალიან გვიჭირს ადამიანების სიცოცხლის რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება”. – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია – უცხოური მედია ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე წერს
შემდეგი სტატიაწულუკიანი – მშვიდად იყავით, თუ იქნება გადაყვანის საფუძველი, სააკაშვილსაც გადაიყვანენ