30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

კობახიძე: ივანიშვილის ყველაზე ცუდი ინვესტიცია გახარიაა

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა პარტია „გახარია — საქართველოსთვის“ დეპუტატის შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის „ყველაზე ცუდ ინვესტიციასთან“ დაკავშირებით.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასში ინვესტიციის ჩადება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და, პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს არ უნანია.

კობახიძემ ირიბად მიანიშნა, რომ ივანიშვილის „ცუდი ინვესტიცია“ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიაა.

პარლამენტში პლენარული სესია, რომლის ფარგლებშიც პრემიერი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, 6 საათზე მეტია გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
შემდეგი სტატიაპარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა