“მიხაილ გალერი არის გერმანელი ევროპარლამენტარი რომელიც ამბობს ესეთ რამეს. ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო. ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშოებს უნდა დარჩეს ეს ქვეყანა. ეს არის ის სცენარი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ…უჯიშო, უსამშობოლო და უღმერთო ხალხის ხელში უნდა დარჩეს ქვეყანა, უპასუხოდ უნდა დავტოვოთ ეს განცხადება, რაც გალერმა გააკეთა? ეს ხომ წარმოუდგენელია”,- ამბობს კობახიძე პალიტრა ნიუსთან.