ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მან პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიმართა სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„ილია თოფურია იმსახურებს ღირსების ორდენს, თუ ვინმე იმსახურებს ამ გამორჩეულ ჯილდოს, არის სწორედ ილია თოფურია. შესაბამისად, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, ღირსების ორდენის გაცემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ დღესვე გადაეცემა ილია თოფურიას ღირსების ორდენი“, – განაცხადა პრემიერმა.