კობახიძე: იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ეს შევძელით

“შეგახსენებთ, რომ ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ჩავატარეთ, ასეთი მასშტაბის დანაკლისის შევსება მხოლოდ გუნდის ერთიანობით იყო შესაძლებელი და ჩვენ სწორედ ეს შევძელით. დღეს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერების გუნდია, რომელიც ყველა გამოწვევას ერთიანობით უპირისპირდება. სწორედ ეს ერთიანობა გახდა ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს წინ უძღოდა საბოტაჟი, 6- თვიანი ხელოვნური კრიზისი. ორი დამნაშავის გათავისუფლება, ამ მოვლენებმა ბუნებრივია არჩევნების წინ დამატებითი სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა სათანადოდ გააზრებული ნაბიჯებით ამ სირთულეების დაძლევა წარმატებით შევძელით. ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება არის ჩვენი პარტიის თითოეული წევრისა და მხარდამჭერის დამსახურება. მადლობას ვუხდი პარტიის 40 000-ზე მეტ წევრს ერთგულებისა და თავდადებისთვის, რომლის გარეშეც ეს შედეგი ვერ დადგებოდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიეუთოს მისიის ხელმძღვანელი: განვრცობადმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე
შემდეგი სტატიაპეტრე კოლხი: არავისი აზრი მაინტერესებს… ჩემი წალენჯიხელები არადროს იდრეკენ ქედს არავის წინაშე