15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან

გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო  ჩვენი ქვეყნისთვის,_  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტის ფარგლებში მას ჰქონდა გამოსვლა,  მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე.

„მეხუთედ ვიღებ ამ სამიტში მონაწილეობას, მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში იმართება ეს სამიტი. ტრადიციულად გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მქონდა გამოსვლა, სადაც საუბარი იყო დაკავშირებადობის საკითხზე, განსაკუთრებით, ენერგეტიკის მიმართულებით და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს. ასევე, ამ ფორმატში გვაქვს ხოლმე საშუალება, ბევრ ლიდერს გავესაუბროთ და ეს შესაძლებლობაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო  ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით “კოკაინი” დროებით ბინაში – პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაკობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: შინაარსზე ვერაფერს გეტყვით, იყო საინტერესო და ძალიან მეგობრული საუბარი