კობახიძე: გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს

გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს.

„რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ომის პარტიამ ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა რუსეთს
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას არ აპირებს