კობახიძე: გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან

გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა, მგონი, ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს და ამას განმარტება არ სჭირდება. მგონი, საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა და ასევე საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი. ეს ყველაფერი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ. პოლარიზებას უწყობს ხელს ერთადერთი რამ – კრიმინალები პოლიტიკაში. ბუნებრივია, ეს ეპოქა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, როდესაც რჩებიან კრიმინალები პოლიტიკაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო