3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

კობახიძე: გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას ეს თქვა თეა წულუკიანმაც

“თქვენ იცით, იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. რა თქმა უნდა, ეს იყო საბჭოთა არმია და არსებითად ეს იყო, ბუნებრივია, რუსული. ასე ვთქვათ, წამყვანი ძალა იყო. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილი, ბუნებრივია, საოკუპაციო ძალაში.
1921 წელს მე მეეჭვება, რომ შესაძლებელი იყო [ოკუპაციის თავიდან არიდება], თუმცა თქვენ თუ სხვა მიმართულებით მიგყავთ, 2008 წელს სააკაშვილს შეეძლო არ დაეწყო… შედარებისთვის არ გამოგადგებათ. საბოლოო ჯამში, გიორგი ანწუხელიძე, ისევე როგორც სხვა გმირები, 2008 წელს შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას. ეს თქვა თეა წულუკიანმაც. სააკაშვილმა თვითონ დაიწყო ომი, სააკაშვილის რეჟიმმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – ერთი მეორეს არ გამორიცხავს”. – თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: გვაქვს იმედი, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში
შემდეგი სტატიამეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია