კობახიძე – ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აღარ არიან დღეს ჩვენი გუნდის წევრები

ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მმართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენელი ამბობს, რომ მოღალატეობრივი ქმედებებია მმართველ გუნდში. აღიარებს თუ არა მმართველი გუნდი, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინისნებმა გაიტანეს ჩანაწერები, გამორიცხავთ, რომ მათი გავრცელებული იყოს?“.

კობახიძის თქმით, მმართველ გუნდზე არ არის საუბარი.

„მმართველ გუნდზე აქ არ არის საუბარი. ვინც არის შემჩნეული ღალატში და არა მარტო შემჩნეული, ამის მიღმაც გვაქვს ჩვენ კონკრეტული ინფორმაციები, რაც საზოგადოებას მივაწოდეთ, ღალატში არიან შემჩნეული კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები, ისინი არ არიან დღეს გუნდის წევრები. იყვნენ ჩვენი გუნდის წევრები და სწორედ იმის გამო, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ისინი აღარ არიან დღეს გუნდში, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი მიდგომა. რა თქმა უნდა, მოღალატეს სათანადო პასუხი გაეცემა, მათ შორის პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან, როდესაც 2 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი კრებსებზე: იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ ნინოწმინდის პანსიონში
შემდეგი სტატიათბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს