კობახიძე: გაუმართლებელია როგორც ადამიანებზე ძალადობა, ასევე ეკლესიის მტრობა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუმართლებელია როგორც ადამიანებზე ძალადობა, ასევე ეკლესიის მტრობა.

მისივე თქმით, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება.

„როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას, რასაც ჩვენ ვხედავთ მათ შორის ბერძენიშვილის და სხვა ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ პროვოკაციის უკან იდგნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქცია არის ცალსახა, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა”
შემდეგი სტატიაკობახიძე: ეს იყო აგრესია და ძალადობის ფაქტები