“კობახიძე გამორჩეულია პოლიტიკური არარაობების მორევშიც”

“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, კობახიძე პოლიტიკური არარაობაა.

“ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკური ლიდერის კლოუნებს შორის, ბევრი გამორჩეული პოლიტიკური არარაობაა და სხვადასხვა ეტაპებზე წინაურდებიან ხოლმე. ბატონი კობახიძე ყოველთვის ახერხებს ხოლმე იყოს გამორჩეული პოლიტიკური არარაოებების მორევშიც თავისი უტიფრობით. ეს არ არის მარტივი, იყო მთავარი უტიფარი, როდესაც ივანიშვილის გუნდში ხარ.”

ასევე გამოეხმაურა ბოკერია დილის მოვლენებს და სპეცრაზმის მიერ დემონსტრაციის დაშლას. ბოკერია ამბობს, რომ ” ოცნების” წევრებს საქმიანობის გასაგრძელებლად სპეცრაზმისა და პოლიციელების კორდონების გამოყვანა დაჭირდება.

“მე ვნახე როგორ მიულოცა თალაკვაძემ ყველა დეპუტატს გმირულად შესვლა პარლამენტში და გამძლეობა უსურვა. მათ დაჭირდებათ გამძლეობა დიდი ხანი ბოლობოლო იმდენი შესასვლელია შეაპარებენ ფიზიკურად დეპუტატს, მაგრამ ამ სამარცხვინო იარლიყით. სპეცრაზმისა და პოლიციის კორდონებში შეპარვით მოუწევთ პარლამენტში შესვლა. ეს იქნება ერთ-ერთი ფორმა იმ საზოგადოებრივი წნეხისა, რომელსაც ვახორციელებთ, ამ პოლიტიკურ კლოუნებზე.”-აცხადებს ბოკერია

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი სალობიეში ვახშმობაზე-არაფერი საკომენტარო სამწუხაროდ არ არის
შემდეგი სტატია“აქ ვცხოვრობ ორი წელია, რატომ მექცევით ასე?”-მაჩალიკაშვილი