კობახიძე გახარიაზე: ხელის გულზე დევს მისი დანაშაულები

“ხელის გულზე დევს მისი ძირითადი დანაშაულები. შემიძლია ჩამოვთვალო, რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა: ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმოამდგენლბი, ჩვენი პოლიციელები. მეორე იყო პანკისი, სადაც მოხდა ზუსტად იგივე, მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები. შეგნებულად, გახარია უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ადამიანებს. ამას ის შეგნებულად, სპეციალურად აკეთებდა, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და საქმე იქამდე მიიყვანა, სადამდეც მიიყვანა. ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, აქაც დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები. ეს უმძიმესი დანაშაულებია, რომლებსაც გახარია დავალებების საფუძველზე ჩადიოდა. აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი “გარეწარიც” კი ძალიან რბილი შეფასებაა”-ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია საქართველოსთვის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც წარსულში ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერმინისტრი იყო.

banner
წინა სტატიაშიკვლევები რომელიც უფრო საიმედოდ მიიჩნევა, პროგნოზირებენ, რომ კოალიციის შექმნა გახდება საჭირო-ევროპარლამენტის კვლევის სამსახური საქართველოზე
შემდეგი სტატიაწითლიძემ ზუგდიდში პირადობის ჩამორთმევის სქემაში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა დაასახელა