კობახიძე გახარიაზე – „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას

„ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას – ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩაბარებას.

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე – მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სიძულვილის ბანერებზე – ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარი
შემდეგი სტატიამედვედევი – 2008 წლის ომი არ ყოფილა რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი