კობახიძე გახარიას პარტიის წევრ დეპუტატებზე – იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან წარმოდგენილი პარლამენტში

მე მგონი, იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან დღეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ გახარიას თანაგუნდელ დეპუტატებთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ანა ბუჩუკურის განცხადებას, რომ მათ ფრაქციის შექმნის საშუალება არ ეძლევათ.

კობახიძის თქმით, ამის მიზეზი კონსტიტუციური ჩანაწერია.

„კონსტიტუცია იძლეოდა ბლოკებთან მიმართებით რეგლამენტის დონეზე განსხვავებული რეგულირების საშუალებას, ამის საშუალებას არ იძლეოდა იმ დეპუტატებთან მიმართებით, რომლებმაც დატოვეს კონკრეტული პარტია, არა ბლოკი, არამედ პარტია. ეს არის მიზეზი ანუ კონსტიტუციური ჩანაწერი არის ამის მიზეზი. მე მგონი, ისინი იმითაც ბედნიერი უნდა იყვნენ, რომ „ოცნების“ ხარჯზე არიან დღეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – არ შეიძლება შერიგების მოწოდება გააკეთო და თან თავს ესხმოდე ხელისუფლებას
შემდეგი სტატიათალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე – გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს