პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მწვავედ უპასუხა. პრემიერმა 20 ივნისის მოვლენები გაიხსენა და ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ 20 ივნისის მსგავსი შტურმები ბოლო წლებშიც იყო, თუმცა რეზინის ტყვიების გამოყენება და მოქალაქეებისთვის თვალების დაზიანება არ გამხდარა საჭირო.
პრემიერმა გააკრიტიკა „საქართველოსთვის“ წევრების მტკიცება, თითქოს გახარიას გვერდის ავლით გაიცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. მისი თქმით, ეს „სამარცხვინო ლოგიკაა“, რადგან თუ მინისტრს „თავზე გადაახტნენ“ და მან თანამდებობა შეინარჩუნა, ეს მის „უთავმოყვარეობაზე“ მიუთითებს.
კობახიძემ ასევე უპასუხა შეკითხვას ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ და ეს თემა გახარიას პარტიისთვის „სამარცხვინოდ“ მიიჩნია. მან განაცხადა, რომ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების შემოჭრა საქართველოს სიღრმეში სწორედ გახარიას დროს მოხდა და ეს „ღალატის ტოლფასი იყო“.
პრემიერმა გამოსვლისას გიორგი გახარია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის პარტიას მასთან რთული პოლიტიკური ვალი აკავშირებს.















