11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე: გაკადნიერდნენ და “პიჯაკების საქმე” უწოდეს სააკაშვილის კორუფციულ საქმეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ მაშინ ქვეყანაში უმძიმესი კორუფცია, ეკონომიკური პრობლემები და ნულოვანი სოციალური პასუხისმგებლობა სუფევდა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის კორუფციულ საქმეს საზოგადოებაში დაკნინებულად „პიჯაკების საქმეს“ უწოდებენ, მაშინ როცა საუბარი ბიუჯეტის სახსრების მასშტაბურ მითვისებაზეა.

„წარმოიდგინეთ, მე რომ ვიყიდო ჩემი პიჯაკები ბიუჯეტის ხარჯზე, ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რამხელა ამბავი მოჰყვება. საუბარია უმძიმეს კორუფციულ ფაქტებზე — ბიუჯეტიდან საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსებასა და საკუთარი დედისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 ლარად მიყიდვაზე. ამ მასშტაბის კორუფციაზეა საუბარი“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მაშინდელი რეჟიმის პირობებში არ არსებობდა მედიის თავისუფლება, ხოლო მაშინდელი 8-მილიარდიანი ბიუჯეტიც კი სოციალური პასუხისმგებლობით არ იხარჯებოდა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ციხეებზე ყალბი კამპანია ააგორეს, შეგახსენებთ 2012 წლამდე მდგომარეობას
შემდეგი სტატიაკობახიძე: ზოგადი განათლების სისტემაში უამრავი პრობლემაა- დაგეგმილი რეფორმის გატარებას ბევრი მუშაობა სჭირდება