21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

“ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის” სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.

banner
წინა სტატიაშიციციშვილის კლინიკაში მკურნალობას 6 ბავშვი აგრძელებს – 6-ს დღეს ბინაზე გაწერენ
შემდეგი სტატია“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთის ენერგეტიკულ და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს