კობახიძე გადადგეს სასწრაფოდ – გრიგოლ ვაშაძე

კობახიძე გადადგეს სასწრაფოდ დაკავებული თანამდებობიდან – გრიგოლ ვაშაძე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისგებლობას ითხოვს.

„ხდება საქართველოს და ქართველების შეურაცხყოფა. ვიღაცამ სახელმწიფო საზღვარზე გადმოუშვა, ვიღაცამ სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა, ვიღაცამ პარლამენტის შენობაში შემოუშვა და სპიკერის სავარძელზე დასვა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? კობახიძე გადადგეს სასწრაფოდ დაკავებული თანამდებობიდან, დანარჩენ მოთხოვნებს გავაჟღერებთ ერთ საათში“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვი
შემდეგი სტატიაყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ – ალეკო ელისაშვილი