კობახიძე: ევროპულმა საქართველომ ჩართო თვითგანადგურების რეჟიმი და წარმატებით მიიყვანეს ბოლომდე

“ევროპულმა საქართველომ” ჩართო თვითგანადგურების რეჟიმი, როდესაც მან საბოტაჟი გამოუცხადა საქართველოს პარლამენტს, არჩევნებს არ ცნობდა ლეგიტიმურად და ეს რეჟიმი წარმატებით მიიყვანა ბოლომდე – თავი გაინადგურეს, რაც არის კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის.

ევროპული საქართველო არის, იყო, უკვე წარსულში შეგვიძლია ვისაუბროთ, დაახლოებით იგივე, რაც არის ნაცმოძრაობა – თავისი მძიმე წარსულით, მძიმე აწმყოთი და ასეთივე პოტენციური მძიმე მომავლით”, – ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: პარტიის 36 000-ვე წევრს ექნება სურვილი, კალაძე იყოს მერობის კანდიდატი
შემდეგი სტატიააშშ-ს ცაზე ათასობით უცნობი მფრინავი ობიექტი დაფრინავს – პენტაგონმა დაადასტურა