კობახიძე: „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა მაინც ვერ შედის, საქმე გვაქვს ერთგვარ ნონსენსთან, იგივე ეხება სააკაშვილსაც

„ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა მაინც ვერ შედის, საქმე გვაქვს ერთგვარ ნონსენსთან, იგივე ეხება სააკაშვილსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„იქ ზღვარი გაივლება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ძირითადად ორი პოლიტიკური ძალაა, ვინც ამ არჩევნების „ლუზერია“, ანუ ამ არჩევნებში წაგებული მხარე. „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში შესვლაზე რანაირად უნდა ესაუბრო, როცა პარლამენტში მაინც ვერ შედის. საქმე ერთგვარ ნონსენსთან გვაქვს. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში მაინც ვერ შედის და ჩვენ უნდა ვუმტკიცოთ, რომ გინდა თუ არა პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. არც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ზოგადად ნონსენსია იმ პარტიის პარლამენტში შემოსვლა, რომელიც პარლამენტში მაინც ვერ შემოდის.

იგივე ეხება სააკაშვილსაც. სააკაშვილი მაინც ვერ შემოდის იქ, სადაც შემოსვლა უნდოდა. ეს არის ძალაუფლების და იმ სადიზმის დაბრუნება, რასაც ცხრა წლის განმავლობაში ეწეოდა. რაზე უნდა ველაპარაკოთ სააკაშვილს ან ბოკერიას?! ვერაფერზე, მაგრამ იქ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ არჩევნებში გამარჯვებული მხარეა. შესაბამისად, მათთან საუბარს აზრი აქვს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ზღვარი გაივლება. ვინც იმ მხარესაა პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, ვინც მეორე მხარესაა, უნდა შემოვიდნენ.

ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მილიონი მანევრი გვაქვს. იმათ იჩქარონ. აქედან გამომდინარე, ჩვენ კნსულტაციებს დაველოდებით პირველ რიგში, ელჩებთან. როცა გაჩნდება იმის საშუალება, რომ ჩვენ მეხუთე რაუნდის ფარგლებში შევიკრიბოთ, შევიკრიბებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიახვიჩია: კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა ეტაპზე გვქონდა ყველა პარტიასთან, მათ შორის ირიბად „ქართულ ოცნებასთანაც“