14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დიალოგისთვის და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივვ ფორმატებში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენების მზარდ ტენდენციაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს პრაქტიკა შეიცვლება.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები
შემდეგი სტატიაზუგდიდში დევნილთათვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება