კობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის – “ოცნების“ აღიარება

კობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის. დღეს მან თავად აღიარა, რომ პრივილეგიები “ქართული ოცნებისთვის“ გაუქმებულია.

როგორც ის ამბობს, ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდა.

კობახიძე ამბობს, რომ “ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება “

ეს შეზღუდვები მოქმედებს, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საერთო გადაწყვეტლებით, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისადრო ჭიჭინაძე: ყველას სახელით ვამბობ, რომ მოვითხოვთ, შემოვიდეს კამერა დარბაზში-გთხოვთ, რომ ჩადოთ ძალისხმევა ამაში
შემდეგი სტატიაალბი კორძაია: დამირეკეს საპატრულოდან-ბიძინა ჟამერაშვილი მიჩივის შეურაცხყოფის მიყენებას