11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე: ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე

შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობას.

„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთო-სთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე”, – წერს ირაკლი კობახიძე.

banner
წინა სტატიაშითეონა აქუბარდია: „ოცნება“ ქმნის ცრუ ნარატივებს, თითქოს ევროკავშირის წევრობა ქვეყნის გამთლიანებას ხელს უშლის
შემდეგი სტატიაადვოკატი: ინფორმაცია დავით მიქაძის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება