21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“

ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც „ენჯეო“, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ აღიარება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი საკუთარ გადაწყვეტილებებს არასოდეს იღებენ, ისინი ყოველთვის მოქმედებენ დაკვეთებით.

„დიდხანს იკავებდნენ თავს სრული ლუსტრაციისგან, თუმცა საბოლოო ჯამში მოუწიათ იმის აღიარება, რომ არიან პოლიტიკური პარტიის ჩვეულებრივი დანამატი. არასდროს არ იყო ეს არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან, როდესაც უპასუხა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის თაობაზე დასმულ კითხვას.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ყველა საკითხი მეგობრულ რეჟიმში განიხილება – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაყვარელში 85 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს